( ... items )

Sweet Country

ჩვენ შესახებ

ელფოსტა ბეჭდვა

შ.პ.ს. “ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. საწარმომ უმოკლეს დროში შეძლო საქართველოს ბაზარზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრება. მისი წარმატება განაპირობა არამარტო მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა, არამედ უახლესმა ტექნოლოგიებმაც, რომლის შემოტანა ქარხანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან (გერმანია,საფრანგეთი, იტალია) განახორციელა.

ფაბრიკა, დღეისათვის, მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს, რომელიც გარდა მრავალფეროვნებისა შესანიშნავი გემოთი, მაღალი ხარისხითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. მის შემადგენლობაში შემავალი ნატურალური დანამატები, იცავს ადამიანის ორგანიზმს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან. ასეთი, დახვეწილი გემოვნებისა და ხარისხის მქონე ტკბილეული (ზეფირი, მარმელადი, ვაფლი, კანფეტი და სხვ.), თამამად გაუწევს მეტოქეობას მსოფლიოში არსებულ ნებისმიერი სახეობის ნუგბარს.

“ტკბილმა ქვეყანამ”, დიდიხანია, მომხმარებლისგან დამსახურებულად მოიპოვა სანდო და მაღალხარისხოვანი პროდუქციის დამამზადებელი კომპანიის სახელი. სწორედ, მათი შეხედულებების გაზიარებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინების შედეგია, რომ კომპანიის ავტორიტეტი ურყევი და საიმედო გახდა.

საკონდიტრო პროდუქციის წარმოების პროცესში, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტექნოლოგიური მხარეა. ამიტომაც, “ტკბილი ქვეყნის” მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ინტენსიურად მოწმდება უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიაში. ამ პროცესის საიმედოობას უზრუნველყოფს, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი. ამასთან, ფაბრიკის სპეციალისტები, დღევანდელი საბაზრო მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავენ ასორტიმენტის განახლებასა და გამრავალფეროვნებაზე.

კომპანიაში შეიქმნა თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საამქრო, სადაც მოხდება სადღესასწაულო ტორტებისა და კრემიანი ნამცხვრების წარმოება. ჩვენს მომხმარებელს საშუალება ექნება, სურვილისამებრ, შეიძინოს ან შეუკვეთოს სასურველი ფორმისა და ზომის, სხვადასხვა სახეობის უგემრიელესი ტკბილეული.

იცხოვრეთ ტკბილად “ტკბილ ქვეყანასთან”ერთად!

Share this